ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქეთი მელუას მუსიკალური საშობაო მილოცვა – „საუკეთესო სიმღერა, რომელიც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია“ (ვიდეო)

ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა და მომღერალმა ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელშიც იგი გასული საუკუნის 40-იანი წლების ცნობილ სიმღერას – „White Christmas“-ს ასრულებს.

„White Christmas“-ის ტექსტი და მუსიკა ირვინგ ბერლინს ეკუთვნის. ის 1942 წელს გამოქვეყნდა. ამ ამბავს ასეთი ისტორია აქვს: ბერლინმა ის თბილ კალიფორნიაში დაწერა. თავისი სიმღერის შესახებ უთქვამს: „ეს არა მხოლოდ საუკეთესო სიმღერაა, რომელიც კი ოდესმე დამიწერია, არამედ ეს საუკეთესო სიმღერაა, რომელიც კი ოდესმე ვინმეს დაუწერია“, – წერს ქეთი მელუა Twitter-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close