fbpx
საქართველოსპორტი

პრაღაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ლაშა შავდათუაშვილმა - ვერცხლის, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა – ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი სპორტსმენიდან სამივემ მედლის მოპოვება შეძლო.

81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 45 წამში დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტეპრუსთან წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლუკა მაისურაძემ (81 კგ) კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

21 ნოემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას 4 ძიუდოისტი დაიცავს – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close