fbpx
კრიმინალისაქართველო

„ემბისის“ წერეთლის ფილიალიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, შეიარაღებული თავდამსხმელი კი დაკავებულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა (ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი).

ფილიალში შეჭრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავდამსხმელი ფეისბუქლაივში ჩაერთო და თავისი მოთხოვნები წამოაყენა, ძირითადად, სოციალურ საკითხებზე. მას თანხა არ მოუთხოვია. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

გამოძიება დაწყებულია იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის  ფაქტებზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close