მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ქვამ, რომელიც მისი სახლის სახურავს დაეცა, ღარიბი მესაფლავე მილიონერად აქცია (ვიდეო)

ინდონეზიელ მესაფლავე ჯოშუა ჰუტაგალუნგს (Joshua Hutagalung) გაჭირვებით გაჰქონდა თავი, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი სახლის სახურავს მოზრდილი ქვა დაეცა. იგი ამ დროს სუმატრაში თავის სახლთან ახლოს მუშაობდა.

თავიდან ჯოშუას ძალიან შეეშინდა და პანიკაში ჩავარდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ზეციდან „ფული ცვიოდა“.

„როცა ქვა ავიღე, ისევ თბილი იყო… მაშინვე ეჭვი გამიჩნდა მეტეორიტზე, რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს განზრახ ამხელა ქვა ესროლა ჩემი სახლისთვის“, – უთხრა 33 წლის იღბლიანმა მამაკაცმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Kompas-ს.

თითქმის 2.1 კგ-იანი ქვა, რომელიც სწორედ მისი სახლის სახურავს მოხვდა და დააზიანა, 4,5 მილიარდი წლის მეტეორიტი აღმოჩნდა, თავისი წონა ოქროს ფასის.

მეტეორიტი კლასიფიცირდა, როგორც ნახშირბადის ქონდრიტი  CM1/2 (CM1/2 carbonaceous chondrite) – მეტეორიტების უიშვიათესი სახეობა. კოსმოსური ქვა გრამი დაახლოებით 850 აშშ დოლარად შეფასდა და ჯოშუას მეტეორიტის მთლიანი ღირებულება 1 858 556 აშშ დოლარი გამოვიდა.

მიღებული ფულის ნაწილით 33 წლის ინდონეზიელი მესაფლავე აპირებს, თავის სოფელში ეკლესია ააშენოს.

ზოგადად, დედამიწაზე ჩამოვარდნილ ყველა მეტეორიტს აქვს ღირებულება და შეფასება მათი ასაკისა და წონის შესაბამისად ხდება: ერთი გრამის ფასი 5 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარამდე აღწევს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close