fbpx
პოლიტიკასაქართველო

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის – გადაწყვეტილება მიღებულია

ოპოზიცია ბოიკოტის გზას ირჩევს. ბარიერგადალახული პარტიები მეათე მოწვევის პარლამენტში არ შედიან. პირველი ეს „ევროპულმა საქართველომ“ თქვა. ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას გუნდის არგუმენტია, რომ არჩევნების შედეგები ელექტორატის ნებას არ ასახავს. ასე „ევროპული საქართველო“ უარს 5 მანდატზე ამბობს.

ამ გაცხადებამდე მედიამ „ევროპული საქართველოს“ ოფისში „ლელოს“ ლიდერები გადაიღო. დავით უსუფაშვილი და ბადრი ჯაფარიძე ირწმუნებოდნენ, რომ შეხვედრა პარლამენტში შესვლის საკითხს არ ეხებოდა. დღის მეორე ნახევარში კი საკუთარი პარტიის ოფისიდან თქვეს, რომ პარლამენტში არც ისინი შევლენ, „ლელომ“ 4 მანდატი დათმო.

მეათე მოწვევის პარლამენტზე და შესაბამის (ამ დროის მონაცემებით) 35 მანდატზე უარს ამბობს სააკაშვილის გუნდი და მათ ირგვლივ გაერთინებულებიც. სხვებთან ერთად ისინიც ირწმუნებიან, რომ შედეგები ლეგიტიმური არ არის, ეს მაშინ, როცა არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას იგივე არ უთქვამს. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ხალხს მათ მიერ არჩეულების პარლამენტში შესვლა არ უნდა.

ამ საგანგებო ბრიფინგს არ დასწრებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრუნებული ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი და კახა ოქრიაშვილი. როგორც ისინი ამბობენ, პარლამეტში შესვლა-არშესვლის საკითხს ოპოზიციასთან კოორდინაციაში გადაწყვეტენ.

არჩევნების შედეგებს არ ენდობა, შალვა ნათელაშვილი, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გუნდი და პატრიოტთა ალიანსი. ირმა ინაშვილის პარტია ბრძოლის დამოუკიდებელ გზას ირჩევს, სხვებმა კი გადაწყვეტილება ერთმანეთთან კოორდინაციაში მიიღეს.

ოპოზიციას ახლა ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, მიზნის მიღწევას ისინი ტრადიციულად ქუჩიდან აპირებენ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%; „ევროპული საქართველო“ – 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close