fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონ ალტო ადიჯეში ლოქდაუნი დაწესდა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონის, ალტო ადიჯეს (სამხრეთ ტიროლი) მთავრობამ ორშაბათს, 2 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რეგიონში 3 კვირით აჩერებს ეკონომიკურ საქმიანობას. ამის მიზეზი გამწვავებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გახდა. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს

ყველა დაწესებულება დაიკეტება, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების მაღაზიების, აფთიაქებისა და საგაზეთო ჯიხურების გარდა.

არ იმუშავებენ სხვა მაღაზიები, ბარები, რესტორნები, საკონდიტროები. 20:00 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათია დაწესებული.

ამას გარდა, სკოლის მაღალი კლასები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.

როგორც რეგიონის გუბერნატორმა არნო კომპაჩერმა (Arno Kompatscher) განმარტა ონლაინ პრესკონფერენციის დროს,  ადგილობრივი მთავრობის დადგენილება ახალი საკარანტინო ზომების შესახებ 3 ნოემბერს გამოქვეყნდება, ძალაში შევა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, 00:00 სთ-ზე და იმოქმედებს 22 ნოემბრამდე ანუ თითქმის 3 კვირა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close