მსოფლიოკრიმინალი

ვენის ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა – პოლიცია ტერაქტს არ გამორიცხავს (ვიდეო)

ვენაში პოლიციის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს – ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში, ზაიტენშტეტენგრასეზე მდებარე სინგოგასთან სროლის შედეგად დაღუპულია, 7 ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. დაღუპულთაგან ერთი პოლიციელია. სროლა 2 ნოემბერს საღამოს მოხდა. აგრეთვე, აფეთქების ხმაც გაისმა.

თავდასხმა 6 სხვადასხვა ადგილას მოხდა. თავდამსხმელები შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულები – ამის შესახებ ვენის პოლიციამ ტვიტერზე დაწერა.

ავსტრიის შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო Apa ავრცელებს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა „გრძელლულიანი“ იარაღიდან ისროლა. ერთი ადამიანი დაკავებულია, ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, – გაზეთ Kronen Zeitung-ს ცნობით, მან თვითმკვლელის ქამარი ააფეთქა. ერთი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მიიმალა.

ვიდეო შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვენის პოლიცია ტერაქტს არ გამორიცხავს, თუმცა ეს ვერსია ჯერ დადასტურებული არ არის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა დაახლოებით 50-ჯერ ისროლეს.

პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი დაკეტეს. ვერტმფრენები სინაგოგის ტერიტორიის თავზე დაფრინავენ. სამართალდამცველებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, სახლიდან არ გამოვიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დანამდვილებით არ ამბობდნენ, რომ თავდასხმა სინაგოგაზე მოხდა. სროლის მომენტში სინაგოგა დაკეტილი იყო. მეორე ვერსიაა, რომ თავდამსხმელების სამიზნე სინაგოგის ახლოს მდებარე ბარი იყო.

3 ნოემბერს 00:00 სთ-იდან (ადგილობრივი დროით) ავსტრიაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო, მეორე ლოქდაუნი იწყება და ვენის ცენტრში რესტორნებს და ბარებს 2-ში საღამოს ბევრი სტუმარი ჰყავდათ.

მოგვიანებით ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგი ხალხის სახელით მიმართა ავსტრიას. „ჩვენ, ფრანგები ვიზიარებთ ავსტრიელების შოკს და მწუხარებას. …ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ჩვენ არაფერს დათმობთ“, – წერს მაკრონი ფეისბუქზე.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ვენაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, რადგან ვენაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. იგი ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

„ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43676 3259839“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close