fbpx
მოგზაურობა

1-ლი ნოემბრიდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება რეგულარული ავიარეისები თბილისიდან და ქუთაისიდან

1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული რეისები ეტაპობრივად აღდგება კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.

პირველი ნოემბრიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან – კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით.

2020 წლის 13 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე ისევ სრულდება პირდაპირი რეგულარული ავიარეისები მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა რეგულარული ავიამიმოსვლა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close