კინო/ფილმები

დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

სპეციალურმა ჟიურიმ 2021 წლის „ოსკარზე“ საქართველოდან წარსადგენ კანდიდატ ფილმად დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ შეარჩია.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოდა. კინოცენტრის მიერ მსახიობების, რეჟისორებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ მათ შორის საუკეთესოდ „დასაწყისი“ მიიჩნია. სპეციალურმა ჟიურიმ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღო.

ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ესპანეთში, სან სებასტიანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (SSIFF) მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა.

ფილმი კინოფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა: საუკეთესო რეჟისორი (დეა კულუმბეგაშვილი); საუკეთესო მსახიობი ქალი (ია სუხიტაშვილი); საუკეთესო სცენარი (დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი).

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, „ოსკარის“ ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close