ისტორიაჩვენი ფავორიტი

ცხოვრობდა თუ არა საფრანგეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე საქართველოში – ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო (ვიდეო)

კოსტა ჯოჯუა, რომელიც საქართვლოში 10 წლის ასაკში გამოჩნდა და 1952 წელს სამეგრელოში გარდაიცვალა, შესაძლოა საფრანგეთის უკანასკნელი მონარქის შვილიშვილი იყო

ნაპოლეონის ოჯახის ისტორია ბევრ საიდუმლოებას მალავს. მე-19 საუკუნის ყველაზე ძლევამოსილი იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ოჯახის ისტორიაში ასეთი „ბნელი ლაქა“ ტახტის მემკვიდრის ბედია. მისი  სიკვდილი ისტორიული ფაქტების ფალსიფიცირების გამო ათწლეულების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული.

კიდევ უფრო იდუმალია ნაპოლეონ III-ის შვილიშვილისა და იმპერიის პრინცის ცხოვრების ისტორია. გავლენიანმა ძალებმა საფრანგეთის ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე საერთოდ ამოშალეს ევროპის ისტორიიდან. მიიჩნეოდა, რომ მისი სახელი სამუდამოდ დაკარგული იყო.

სულ ახლახან გამოიცა დოკუმენტურ-დეტექტიური წიგნი „საფრანგეთის გაუჩინარებული კრონპრინცი. ძალაუფლებისათვის ბრძოლა და ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო“, რომლის ავტორებმა საფრანგეთის ტახტის უკანასკნელი მემკვიდრის კვალი საქართველოში აღმოაჩინეს.

ეს მართლაც მოულოდნელი და სკანდალურური ამბავი სამეგრელოს დადიანების მამულს და გლეხის ბიჭს, კოსტა ჯოჯუას უკავშირდება.

ნუთუ მართლა იყო კოსტა ჯოჯუა, რომელიც საქართველოში 10 წლის ასაკში გამოჩნდა და 1952 წელს სამეგრელოში გარდაიცვალა, საფრანგეთის უკანასკნელი მონარქის შვილიშვილი?

დაუჯერებელი ამბავი ბევრი ისტორიული დეტალით და სევდიანი დასასრულით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close