fbpx
სპორტი

ისტორიული გამარჯვება – საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში გავიდა. ჩვენმა გუნდმა „დინამოარენაზე“ ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი მეშვიდე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა პენალტით.

ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელიც რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტი თამაში თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, ისევ „დინამოარენაზე“.

კორონავირუსის პანდემიის გამო დღეს ქართველ მაყურებელს მატჩზე დასწრების საშუალება არ მიეცა, თუმცა ფეხბურთის ქომაგები სტადიონის გარეთ შეიკრიბნენ და იქიდან ამხნევებდნენ ჩვენს ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close