fbpx
ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიო

ნობელის პრემია ლიტერატურაში ამერიკელ პოეტ ქალს მიენიჭა

ნობელის პრემია ლიტერატურაში 77 წლის ამერიკელ პოეტ ქალს, ლუიზ ელიზაბეთ გლიუკს (Louise Elisabeth Glück) მიენიჭა „განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც თავისი მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს“, – ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში.

ლუიზ გლიუკი 1943 წელს დაიბადა ნიუ-იორკში და ამჟამად კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს და იელის უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლის. მისი დებიუტი შედგა 1968 წელს პოეტური კრებულით „პირველშობილი“ (“Firstbortn”); ამის შემდეგ იგი მალევე აღიარეს თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად. მას მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები, მთ შორის, პულიტცერის პრემია1993 წელს და ეროვნული წიგნის პრემია – 2014 წელს.

შვედეთის აკადემია ლუიზ გლიუკს უწოდებს „ქვესკნელში, სიკვდილის ღმერთ ჰადესის ტყვეობაში ჩასული პერსეფონეს მითის ოსტატურ და ხილვისმიერ ინტერპრეტაციას“.

მის კრებულებს შორის, რომლებითაც ლუიზ გლიუკს ემილი დიკინსონს ადარებდნენ, არის „აქილევსის ტრიუმფი“ (1985), „არარატი“ (1990), „ველური ზამბახი“ (1992), „ავერნო“ (2006) და სხვ.

10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს, შვედეთში, სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში პრემიის გადაცემის ტრადიციული გრანდიოზული ღონისძიება არ გაიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო და მას სატელევიზიო ტრანსლაცია შეცვლის. შესაბამისად, გაიზარდა საპრემიო ფონდი – წელს ნობელიანტებს  ფულადი პრემიის სახით 10 მილიონი შვედური კრონი (1,1 მლნ აშშ დოლარი) გადაეცემათ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close