ჯანმრთელობა

მოემზადეთ ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია ოქტომბრის სახიფათო დღეები

მაგნიტურმა ქარიშხლებმა დედამიწას ოქტომბრის პირველსავე დღეებში შეუტია, თუმცა ყველაზე მშფოთვარე და სახიფათო დღეები თვის ბოლოსაა მოსალოდნელი, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ინსტიტუტში.

როგორც ცნობილია, გეომაგნიტურ რყევებზე ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, რეაგირებს – ერთნი ნაკლებად, სხვებს კი სერიოზული პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომითავის ტკივილებია, თუმცა არსებობს სხვა, ბევრად უსიამოვნო სიმპტომებიც. ესენია: უძილობა, გაღიზიანებადობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, შაკიკი და სხვ.
გარდა ამისა, შემოდგომის მაგნიტური ქარიშხლები ამწვავებს დეპრესიას, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, ჩნდება ტაქიკარდია, ქოშინი და სხვ.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლების გავლენა შესუსტდეს, ამისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო: იძინეთ მეტი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ხშირად გაანიავეთ ოთახები, იკვებეთ ზომიერად.

2020 წლის ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების დღეებია:

  • 11 და 20 ოქტომბერი – მცირე სიმძლავრის გეომაგნიტური რყევები;
  • 22–24 ოქტომბერი – მოსალოდნელია სერიოზული მეტეოშეტევა, რომელიც პიკს 23 ოქტომბერს მიაღწევს. ამ დროს დედამიწას G1 დონის ანუ შესაძლო 10-დან ხუთბალიანი გეომაგნიტური ქარიშხალი შეუტევს.
  • 29-30 ოქტომბერი — სუსტი ინტენსივობის გეომაგნიტური რყევები.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close