ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

რომში ცნობილი საკონდიტრო „კავალეტი“ აღარ დაიხურება – კლიენტების თხოვნამ გაჭრა

მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომლითაც Cavalletti-ს მფლობელებს სთხოვეს, არ შეწყვიტონ საქმიანობა. 

რომის საკონდიტრო „კავალეტის“ მფლობელები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ იმით, რომ მთელი მსოფლიოდან უამრავმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას დაწესებულების დახურვის წინააღმდეგ და დაადასტურეს, რომ საკონდიტრო ისევ გაიხსნება.

მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. მფლობელების თქმით, კლიენტების სიყვარულმა გადააწყვეტინათ, გადალახონ ეს ეკონომიკური კრიზისი.

რამდენიმე დღეში საკონდიტრო ისევ გაიხსნება და კვლავ შესაძლებელი იქნება მისი სახელგანთქმული “Millefoglie”-ს (ნამცხვარი „ნაპოლეონი“) დაგემოვნება!

„კავალეტიმ“ მუშაობა პანდემიის გამო შეწყვიტა დაპირებით, რომ სექტემბერში ისევ გაიხსნებოდა, თუმცა სექტემბრის დასაწყისში მისმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს ფუნქციონირება საბოლოოდ შეეწყვიტათ. ამის შესახებ  მედია წერდა.

საკონდიტრო Cavalletti 1951 წელს გაიხსნა და მალე გახდა პოპულარული. როგორც ცნობილია, აქ დედოფალ ელიზაბეთის საყვარელ დესერტ millefeuille-ს (ტორტი „ნაპოლეონი“)  ყველაზე გემრიელად ამზადებენ.

ამავე თემაზე: პანდემიამ რომში ისტორიული საკონდიტრო CAVALLETTI „შეიწირა“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close