ვიდეოხელოვნებაარტისტი

სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას ახალ კლიპში (ვიდეო)

მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი კლიპი გადაიღო, რომელშიც ჩანს პოსტერი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის გამოსახულებით.

„911“ – ასე ეწოდება მომღერლის ახალ სიმღერას. კლიპის რეჟისორმა თავისი ნამუშევარი სერგო ფარაჯანოვის  მიერ1968 წელს გადაღებული გენიალური ფილმის, „ბროწეულის ფერი“ (თავდაპირველი სახელწოდება – „საიათ-ნოვა“) მოტივებზე შექმნა. ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ ფარაჯანოვის ფილმი კინოს შედევრად აღიარეს. ფილმში სოფიკო ჭიაურელი 6 როლს თამაშობს (მათ შორის, მამაკაცის).

Youtube-ზე 14 საათის წინ განთავსებულ კლიპს ამ დროისთვის (19 სექტემბერი, 2020, 10:00 სთ, თბილისის დროით)  5 მლნ 376 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close