fbpx
კრიმინალისპორტი

საბერძნეთში ჩხუბის გამო დაკავებული ჰარი მაგუაირი ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხეს

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელის, გარეტ საუთგეიტის გადაწყვეტილებით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი ეროვნული ნაკრებიდან გარიცხეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

27 წლის მცველის მიმართ  ასეთი მკაცრი ზომის მიღების მიზეზი კი ის გახდა, რომ მაგუაირი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო დააპატიმრეს.

ჩხუბი ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, ინგლისელმა ფეხბურთელმა ადგილზე მისულ ბერძენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ქრთამით მათ მოსყიდვასაც ცდილობდა თავისუფლების სანაცვლოდ.

ჰარი მაგუაირს 21 თვით და 10 დღით პირობითი პატიმრობა შეუფარდეს. ფეხბურთელი აპირებს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ამავე თემაზე: „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close