მსოფლიო

COVID-19: რა ვითარებაა ესპანეთში

მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან 25 აგვისტომდე პერიოდში ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირება, საერთო ჯამში, 423 224 ადამიანს დაუდგინეს.

ბოლო დღე-ღამეში ესპანეთში ვირუსს 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც უკანასკნელი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ესპანეთში კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 28 924 ადამიანი შეეწირა.

სპეციალისტების თქმით, ესპანეთში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პანდემიის პიკში შექმნილი ვითარებისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადაწყვეტილებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროები დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

2000 სამხედრო ეპიდემიოლოგებთან ერთად მოსახლეობის ტესტირებასა და კონტაქტების დადგენაში მიიღებს მონაწილეობას.

„ეპიდვითარება უარესდება, თუმცა მარტში შექმნილ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ შორია. რეგიონებს ექნებათ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ. ვერ დავუშვებთ, რომ პანდემიამ კვლავ თავისი წესები გვიკარნახოს. მეორე ტალღაზე კონტროლი უნდა დავამყაროთ“, – განაცხადა სანჩესმა.

მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელის, ისაბელ დიას აიუსოს განცხადებით კი, მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო  იქნება.

როგორც ისაბელ დიას აიუსომ განმარტა, სკოლებში პირბადის ტარება 6 წლის ასაკის ზემოთ ყველა ბავშვს მოუწევს.

„თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, აღნიშნული ზომა შეიცვლება და [პირბადე] 11 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის გახდება სავალდებულო“, – განაცხადა მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლასში მხოლოდ 20 მოსწავლის ყოფნა იქნება დასაშვები, ხოლო დამატებითი გაკვეთილების ჩასატარებლად მადრიდში არსებული სკოლების მასშტაბით 11 000 მასწავლებელი დასაქმდება.

imedinews.ge-ს და 1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close