კრიმინალისაბერძნეთისპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე დააკავეს (ვიდეო)

21 აგვისტოს, გამთენიისას საბერძნეთის პოლიციამ კუნძულ მიკონოსზე დააკავა ინგლისური გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაიერი ძმასთან და მეგობართან ერთად. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დაკავებას წინ უძღოდა ჩხუბი ფეხბურთელსა და სხვა ბრიტანელ ტურისტებს შორის.

ადგილზე მისულ პოლიციელებს მაგუაიერმა და მისმა თანხლებმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ კიდევ სამ სამართალდამცავს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

პოლიციის მერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველების მოსყიდვას შეეცადა – მათ გარკვეული თანხა შესთავაზა გათავისუფლების სანაცვლოდ.

გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. თავის მხრივ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჰარი მაგუაიერი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

გიორგი ჯანელიძე

გთავაზობთ ჩხუბის ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close