fbpx
კრიმინალიმსოფლიოnews

თურქეთში საქართველოს მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი, კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ კრიმინალურ ავტორიტეტს ვახშმობის დროს რესტორანში მისი დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგეენელმა ესროლა. სალიფოვი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Daily Sabah-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მოტივით მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი.

გამოცემა წერს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „გული“ საქართველოშია დაბადებული, მკვლელობაში ბრალდებული და არაერთხელ ნასამართლევია.

ინფორმაციისთვის, სალიფოვი წარმოშობით მარნეულის რაიონიდან არის. სალიფოვის კლანს უკავშირდება 2016 წლის აგვისტოში სტამბოლში ცნობილი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის მკვლელობა. აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი თურქეთში დასახლდა.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close