fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: კორონავირუსზე ვაქცინაცია ბერძნებისთვის უფასო იქნება

21 აგვისტოს პანდემიასთან დაკავშირებით თათბირი გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, როდესაც ეს უკანასკნელი მზად იქნება. ამავე დროს, სამედიცინო პირბადეებით უფასოდ მომარაგდებიან მოსწავლეები და მასწავლებლები.

მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის იქნება მზად ვაქცინა, ან მხოლოდ ერთი პრეპარატი იარსებებს თუ რამდენიმე. ნებისმიერ შემთხვევაში საბერძნეთის მოქალაქეებს არ მოუწევთ მასში ფულის გადახდა. მთავრობის ამოცანაა, ვაქცინის გამოსვლისთანავე მოახერხოს ქვეყანაში მისი შემოტანა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო პოლიტიკური პარტიების კრიტიკას მთავრობის მიმართ პანდემიის თემასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ახლა პოლიტიკური ქულების დაწერის დრო არაა და ოპოზიციამ ალტერნატიული წინადადებები მეცნიერებთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს, რათა ქვეყანამ ეფექტიანად მართოს პანდემიის პროცესი.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

p. s. ამ დროისთვის მთლიანობაში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 8138 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 238 ადამიანი. 15-21 აგვისტოს პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა 1280-ით გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 12-ით. გამოჯანმრთელდა 3804 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში 4096 აქტიური პაციენტია, რომელთაც ვირუსით ინფიცირება ჯერ კიდევ უფიქსირდებათ. მათგან კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც რეანიმაციული ღონისძიებები და ინტენსიური თერაპია სჭირდებათ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close