იტალიაპოლიტიკა

რომის პირველ ქალ მერს თანამდებობის დაკავება მეორე ვადითაც სურს

42 წლის ვირჯინია რაჯი, რომელიც ისტორიაში რომის პირველი ქალი მერია, აპირებს, არჩევნებში მეორედაც ჩაერთოს და თანამდებობა მეორე ვადით დაიკავოს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

რაჯი 2016 წელს აირჩიეს ქალაქის მერად და ორი წლის შემდეგ, მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მისი რეიტინგი მთავარი მოწინააღმდეგის რეიტინგს თითქმის ორჯერ აღემატებოდა.

მერად არჩევამდე ის რომის საკრებულოში მუშაობდა.

„ხუთ წელიწადში შეუძლებელია რომის შეცვლა, მაგრამ შეგიძლია, გარკვეულ საკითხებს სწორი მიმართულება მისცე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აცხადებს რაჯი.

რომში მერის შემდეგი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება.

imedinews.ge

შეგახსენებთ, რომ იურისტი და პოლიტიკოსი, ვირჯინია ელენა რაჯი (Virginia Elena Raggi) სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ (ლიდერი – ლუიჯი დი მაიო) წევრია. 2016 წელს რომის მერის არჩევნებში, მეორე ტურში მან ხმების 67,2% მოიპოვა და დამაჯერებელად დაამარცხა მოწინააღმდეგე  – დემოკრატიული პარტიის კანდიდატი რობერტო ჯიაჩეტი. ვირჯინია რაჯი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პირველი წარმომადგენელია ამ პოსტზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close