მსოფლიოსაზოგადოება

ბეირუთში აფეთქების დროს იმშობიარა ქალმა, რომელიც დაჭრილმა ექიმმა არ მიატოვა

სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი გავრცელდა, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქების მომენტს დაემთხვა.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 240 კილომეტრის რადიუსში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კვიპროსზეც გაისმა.

სწორედ ამ მომენტში, როდესაც ქალაქი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა, ბეირუთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი მშობიარობდა. პანიკაში ჩავარდნილმა შეშინებულმა პერსონალმა საავადმყოფო დატოვა, მოლოდ მთავარი ექიმი დარჩა და ქალი ამშობიარა.

მინების ნამსხვრევებისაგან მშობიარემაც და ექიმმაც ჭრილობები მიიღეს, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ნიდერლანდების ელჩის მეუღლეც, რომელმაც სიცოცხლესთან შეუითავსებელი დაზიანებები მიიღო და აფეთქებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსახლკაროდ დარჩა 300 000-მდე ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 4000-ს აჭარბებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close