fbpx
მოგზაურობაქართველები უცხოეთში

თუ ბარსელონიდან სამშობლოში დაბრუნებას ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსით“ გეგმავთ, გაეცანით საყურადღებო ინფორმაციას

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად ფრენა 15 ივლისს გახორციელდება.

„თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55 საათი; ჩაფრენა 15:00; ბარსელონა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25; ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.mywayairlines.com.

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში „მაივეი ეარლაინსი“, ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close