საზოგადოებასაბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მსხვერპლი არ არის

კორონავირუსი გავრცელებულია ყველგან და ემუქრება არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ სრულიად ბალკანეთსაც. რამდენი ახალი შემთხვევაა ათენსა და თესალონიკში? 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მათ სასუნთქი აპარატით დახმარება სჭირდებათ.

საბერძნეთში 13 ივლისს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვმა 3826 შეადგინა. 24 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია და საზღვარზე ჩატარებული შემოწმებების დროს გამოვლინდა.

დანარჩენ შემთხვევებს რაც შეეხება: სამი ინფიცირებული ნებაყოფლობით გამოცხადდა კონტროლის გასავლელად, ექვსი (6) შემთხვევა იყო ქსანთის რაიონში, ოთხი (4) შემთხვევა – კასტორიის რაიონში, სამი (3) შემთხვევა – თესალონიკის პერიფერიაში, ორი (2) შემთხვევა – ატიკის პერიფერიაში, ერთი (1) – როდოსის რაიონში, ერთი (1) – ალექსანდრიის მუნიციპალიტეტის იმათიის რაიონში.

2020 წლის 13 ივლისს  EODY-ს (საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი) მიერ  მოწოდებული იფორმაციის თანახმად, ოთხი შემთხვევა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას გამოვლინდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შემთხვევების საერთო რაოდენობიდან (3826; დღიური ცვლილება + 0.6%) 54,5% მამაკაცია; ინფიცირების 1007 (26.3%) შემთხვევა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.

საბერძნეთში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 47 წელია (დიაპაზონი 0-იდან 102 წლამდე).

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებული12 მძიმე პაციენტიდან, რომლებსაც სასუნთქი აპარატით დახმარება სჭირდებათ, 9 (75.0%) მამაკაცია. მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსულმა ინფექციამ 193 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა საშუალო ასაკი 76 წელია (დიაპაზონი 35-იდან 102 წლამდე).

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close