კრიმინალისაქართველო

გორში მდგმურმა პოლიციელი მოკლა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

30 ივნისს საკუთარ სახლში პოლიციელი დავით სვიანაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით ბერუაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული ჰ. დ. კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააკავეს.

ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა. პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა სვიანაძისგან, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით სვიანაძე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო.

qartli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close