ვიდეოnews

აშშ-ში ოჯახმა გადაარჩინა დათვის ბელი, რომელსაც თავი ქილაში გაეჭედა🐻(ვიდეო)

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში სათევზაოდ წასულმა ოჯახმა დათვის ბელი გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრიშა ჰარტი და მისი ოჯახის წევრები ტბაზე ნავით გავიდნენ და შეამჩნიეს შეშინებული ცხოველი, რომელსაც თავი პლასტიკის ქილაში ჰქონდა გაჭედილი. მათ ბელთან მიახლოება შეძლეს და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, ქილა თავიდან მოაშორეს.

მოგვიანებით ტრიშამ ბელის გადარჩენის პროცესის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close