ვიდეოსაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ათენში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს (ვიდეო)

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ათენში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოს მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. საპასუხოდ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ათენში მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრაციის დროს აშშ-ის საელჩოს შენობას პოლიციის კორდონი იცავდა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, წარწერებით: „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „ვეღარ ვსუნთქავ“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close