ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო

ყვავები თბილისში გამვლელებს თავს დაესხნენ: რატომ იქცევიან ყვავები აგრესიულად? – პასუხი გაგაოცებთ (ვიდეო)

2 ივნისს ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე მოხდა, როცა ფრინველი 5 ქალს დაესხა თავს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს.

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქეთი ტომარაძემ ფეისბუქზე გაავრცელა კადრები, თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი არის პერიოდი, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ და ბუდიდან ცვივდებიან ხოლმე.

მისი თქმით, „ყვავები განსაკუთრებულად სოციალური ფრინველები არიან და ძალიან განიცდიან ამ პროცესს, რადგან ჩამოვარდნილი ბახალა ბუდეში ვეღარ ბრუნდება და ხშირად კატების მსხვერპლი ხდება. როდესაც ბარტყები იწყებენ ფრენას. ზოგჯერ ეს მცდელობა წარუმატებელია და ისინი ვარდებიან. სწორედ ამ დროს ყვავები იცავენ მათ და თუ ვინმე მოხვდა მათთან მახლობლად, შესაძლოა მათ თავს დაესხას ყვავი. ყვავი ძალიან სოციალური ფრინველია და თავის ნაშიერს გაშმაგებით იცავს. არანაირი მისტიკური მოვლენები არ ხდება“, – განმარტავს გურიელიძე და მოსახლეობას აფრთხილებს:

„როცა დავინახავთ, რომ ყვავები ახლოს არიან და ნერვიულობენ, ჩხავიან ხოლმე ხშირად, უნდა მოვერიდოთ. მაგრამ თუ მაინც მოხდა თავდასხმა, ამ დროს თავი რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ, თავი რაც შეიძლება დაბლა დავხაროთ და ხელები ავიფაროთ“, – გვირჩევს ზოოპარკის დირექტორი.

ჩიტი-ჩიორასაგან განსხვავებით, რომელმაც წუწკ მელას პირველივე მუქარაზე ბარტყები გადაუყარა, ყვავი თავგანწირული მშობელი ყოფილა და ყოველივე ავის და მისტიკური „იმიჯის“ მიუხედავად პატივისცემას იმსახურებს.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close