მოგზაურობამსოფლიო

თურქეთი 10 ივნისიდან ფრენების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს

თურქეთი ივნისში 40 ქვეყანასთან ფრენის ეტაპობრივად აღდგენას გეგმავს. როგორც თურქული მედია წერს, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ ყარაისმაილოღლუმ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთი საერთაშორისო რეისების აღდგენასთან დაკავშირებით 92 ქვეყანასთან თანამშრომლობს. ორმხრივი რეისების აღდგენაზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბელარუსთან, სერბეთთან, ალბანეთთან, ავსტრიასთან, ლიეტუვასთან, იტალიასთან, ყაზახეთთან, მაროკოსთან, იორდანიასთან, სუდანთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და კვიპროსის არაღიარებული რესპუბლიკასთან.

10 ივნისიდან თურქეთი ფრენებს აღადგენს ბაჰრეინთანყატართან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან, ასევე, არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსთან.

15 ივნისიდან რეისები განხორციელება აზერბაიჯანთან, გერმანიასთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, ლიეტუვასთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, სერბეთთან , ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შვეიცარიასთან, ტაჯიკეთთან, ჰონგ კონგთან, იაპონიასთან, სინგაპურთან.

20 ივნისიდან დაემატება ნიდერლანდებისა და ყაზახეთის რეისები.

22 ივნისიდან ჩამონათვალს შეემატება ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, სლოვაკეთი, სამხრეთ კორეა და ყირგიზეთი.

25 ივნისიდან ფრენები აღდგება ბელგიასთან.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, მისი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებთან საერთაშორისო რეისების აღდგენის საკითხში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრენების შესრულებისას მოქალაქეების ჯანმრთელობას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close