fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ესპანეთში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მეექვსედ გახანგრძლივდა

ესპანეთში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თხოვნას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე 350 პარლამენტარიდან 177-მა მხარი დაუჭირა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს დაწესდა და ის უკვე 6-ჯერ გახანგრძლივდა, როგორც სანჩესი ირწმუნება, ამჯერად – ბოლოჯერ.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 22 ივნისიდან შესაძლოა საერთაშორისო ფრენების ნაწილი აღდგეს.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ, მეექვსედ გახანგრძლივების თხოვნით წინა კვირაში მიმართა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილება 6 ივნისის შემდეგ კიდევ 2 კვირით შეიზღუდოს.

ესპანეთის მოსახლეობა რამდენიმე კვირაა, უკმაყოფილებას გამოთქვამს დაწესებული შეზღუდვების გამო და მთავრობას მათი უფრო სწრაფი შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

ხუთშაბათის, 4 ივნისის დილის მონაცემებით, ესპანეთში საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 287 406 შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-4 ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ. სულ ვირუსით ქვეყანაში 27 128 ადამიანი გარდაიცვალა – ამ მაჩვენებლით ესპანეთი მე-6 ადგილს იკავებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 30 მაისიდან დღემდე ესპანეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close