საზოგადოებასაბერძნეთი

როგორ ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ეპიდემიის დროს

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ინსტრუქცია

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ (ΕΟΔΥ) გამოსცა ინსტრუქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ.

კერძოდ, ორგანიზაცია მოქალაქეებს ურჩევს დაიცვან შემდეგი წესები:

1. არ ისარგებლონ საქალაქო ტრანსპორტით, როდესაც აქვთ კორონავირუსის სიმპტომები (ხველება, ყელის ტკივილი, სისუსტე);

2. შესაძლებლისდაგვარად დაიცვან დისტანცია სხვა მოქალაქეებთან გაჩერებაზე ლოდინისა და მგზავრობის დროს;

3. გაიკეთონ ნიღაბი მგზავრობის დროს;

4. თან იქონიონ ანტისეპტიკური ხსნარი, რომლითაც უნდა გაიწმინდონ ხელები საქალაქო ტრანსპორტში ასვლისა და ჩამოსვლის დროს;

5. მგზავრობის შემდეგ, სახლში ან სამსახურში მისვლისთანავე დაიბანონ ხელები საპნით;

6. მოერიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას საჭიროების გარეშე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უახლოეს ხანებში მგზავრის მიერ ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება.

წყარო

მსგავს თემზე: პირბადის სწორად მოხმარების წესები

როგორ დავამზადოთ მარტივად ხელის სადეზინფექციო ეკოლოგიურად სუფთა საშუალება (ვიდეო)

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close