რჩევებიჯანმრთელობა

როგორ დავამზადოთ მარტივად ხელის სადეზინფექციო ეკოლოგიურად სუფთა საშუალება (ვიდეო)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) ძირითად  პროფილაქტიკურ ღონისძიებად საპნითა და წყლით ხელების ხშირად დაბანას მიიჩნევს. ასევე გვაფრთხილებს, რომ არ შევეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

რჩევა თითქოს მარტივია, მაგრამ რა ვქნათ, თუ ქუჩაში ან ტრანსპორტში ვართ და, მაგალითად, სათვალე უნდა მოვიხსნათ ან გავიკეთოთ, ან ცხვირი მოგვეფხანა?

არსებობს მარტივი საშუალება – ჩანთით ვატაროთ სპირტის შემცველი ანტისეპტიკური ხსნარი, რომელიც შეგვიძლია სახლის პირობებში მარტივად და იაფად დავამზადოთ.

ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

რეცეპტი #1

  • 800 მლ სპირტი
  • 40 მლ წყალბადის ზეჟანგი
  • 15 მლ გლიცერინი

აურიეთ და სტერილური წყლით შეავსეთ 1 ლიტრამდე. კარგად შეანჯღრიეთ, ჩაასხით ჭურჭელში და გამოიყენეთ.

რეცეპტი #2

  • 11 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი
  • 5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი (უმჯობესია ბუნებრივი)
  • 8-10 ეთერზეთის წვეთი (საუკეთესოა ჩაის ხის ზეთი ან ნებისმიერი სხვა: მიხაკი, გვირილა, პიტნა, დარიჩინი, ლიმონი…)

სპირტი და ალოე ვერა ჩაასხით ჯამში და მოურიეთ, სანამ ერთმანეთს კარგად არ შეერევა. დაუმატეთ  ეთერზეთი.

გადაიტანეთ სპრეის ბოთლში ან თხევადი საპნის კონტეინერში.

რეცეპტი #3 – ვიდეოგაკვეთილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close