ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქეები, დედა-შვილი, ბინაში გარდაცვლილები იპოვეს

კორონავირუსის შესაძლო საფრთხის გამო სამართალდამცველები ადგილზე დამცავ კომბინეზონებში ეკიპირებულები მივიდნენ

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქეების, დედა-შვილის გარდაცვალების შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

16 წლის ბიჭის და მისი 41 წლის დედის ცხედრები ქალაქ ბარის ერთ-ერთ ბინაში, დანტეს ქუჩა 391-ში, ლიბერტას რაიონში დღეს აღმოაჩინეს.

პირველადი ინფორმაციით, დედა-შვილის სიკვდილი ბუნებრივი გაზის მოწყობილობის გაუმართაობამ (სავარაუდოდ, მხუთავმა გაზმა) გამოიწვია. ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ნათესავმა გამოიძახა. კორონავირუსის შესაძლო საფრთხის გამო სამართალდამცველები დამცავ კომბინეზონებში იყვნენ გამოწყობილები. პოლიციელებმა, თავის მხრივ, 118-ს დაურეკეს სიფრთხილის გამო, რათა კორონავირუსული ინფექციის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოირიცხოს.

მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების გასარკვევად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close