fbpx
საზოგადოებასაქართველო

ნახეთ პირბადის სწორად მოხმარების წესები

ვირუსების გააქტიურებასთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. გაციების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გზა სამედიცინო ნიღბის ტარებაა.

მისი დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და მისგან საჭირო ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ:

1. ვირუსების პერიოდში ყოველთვის ატარეთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული.

2. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.

3. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

4. გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს.

5. თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი, კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ზონარიანია – ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული.

6. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს, ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია.

ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს, რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ.

თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.

კვლევებით, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.

pia.ge

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close