პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 ათასი პოლიციელი ვერტმფრენებითა და დრონებით გააკონტროლებს

საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის სახლებში დარჩენას 52000 პოლიციელი უზრუნველყოფს. „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, ბერძენი სამართალდამცველები მოქალაქეების გასაკონტროლებლად ვერტმფრენებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. გამოცემა წერს, რომ 2004 წლის ოლიმპიადის შემდეგ საბერძნეთში მსგავსი მასშტაბის მობილიზაცია პირველად ხდება.

„ფრანს 24“ წერს, რომ აღდგომა საბერძნეთის მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომლის დროსაც ეკლესიებში ყველაზე მეტი ადამიანი იმყოფება, ბევრისთვის კი ეს არის სოფლებში მდებარე სახლების მონახულების შესაძლებლობა.

საბერძნეთის მთავრობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სააღდგომო საეკლესიო შეკრებები და საოჯახო დღესასწაულები მკაცრად აკრძალულია საკარანტინო რეჟიმის წესების თანახმად.

„ჩვენ გვექნება ძლიერი, მაგრამ გონივრული ყოფნა ეკლესიების გარეთ, შეკრების თავიდან ასაცილებლად. იმედი გვაქვს, რომ იქ ვერ ვიპოვით ხალხს. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ დიდ შეკრებას (სახლის შიგნით და მონაწილეები უარს იტყვიან დაშლაზე), იქნება ჯარიმები“, – აცხადებენ საბერძნეთის პოლიციაში.

საბერძნეთში უკანონო მოძრაობა ისჯება ჯარიმით 150 ევროს ოდენობით და ორმაგდება იმ ადამიანებზე, რომლებიც მოგზაურობენ პრეფექტურის საზღვრებს გარეთ.

გივი ბარამიძე

1tv.ge

p. s. საბერძნეთში ამ დროისთვის გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2207 შემთხვევა, გარდაცვლილია 105 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close