სამზარეულორჩევები

სააღდგომო პასკა არაჟნით

კაცია და გუნება! ზოგს მძიმე და ნესტიანი ტრადიციული პასკა მოსწონს, ზოგს უფრო ფუმფულა. არაჟნით დამზადებული სააღდგომო პასკა ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, რადგან დიდი რაოდენობით ცხიმოვან ინგრედიენტებს შეიცავს. სხვათა შორის, ამის წყალობით ის რამდენიმე დღის განმავლობაში ახალგამომცხვარივითაა. ცადეთ და თავად დარწმუნდებით!

საჭირო მასალა:

500 მლ რძე; 700 გ შაქარი; 1.5 კგ ფქვილი; 11 გ მშრალი საფუარი; 350 გ კარაქი; 100 გ ერბო ან მარგარინი; 10 კვერცხი; 2 ს. კ. არაყი; 100 გ არაჟანი; 100 გ ქიშმიში; 1.5 ს. კ. მზესუმზირას ზეთი; 1 ს. კ. ვანილიანი შაქარი; მწიკვი მარილი.

მომზადება:

  1. ხაში: გამთბარ რძეში ჩაყარეთ 350 გ შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ და დადგით ხაში 15 წთ-ის განმავლობაში.
  2. კარაქი და ერბო (ან მარგარინი) გაადნეთ ნელ ცეცხლზე და გააცივეთ, შეურიეთ დაყენებულ ხაშს და დაუმატეთ არაყი, არაჟანი, მარილი, მზესუმზირას ზეთი და ვანილის შაქარი. მასა კარგად აურიეთ.
  3. ცომი: მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი  და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გააჩერეთ სითბოში 2 სთ. ცომს შემდგომ ზევიდან მოაყარეთ დარბილებული ქიშმიში და გააჩერეთ კიდევ 1 სთ.
  4. გადაიტანეთ ცომი ფორმებში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 20 წთ-ის განმავლობაში. შეგიძლიათ აერღუმელშიც შედგათ 40 გრადუსზე. გამოაცხვეთ პასკა 180 გრადუსზე 40 წთ-ის განმავლობაში.

რჩევები: შეგიძლიათ გარეცხილ და გასუფთავებულ ქიშმიშს ანადუღარ მოცხელო წყალთან ერთად ერთი სუფრის კოვზი (ან ცოტა ნაკლები) კონიაკი ან ბრენდი დაასხათ და 10 წუთს გააჩეროთ. შემდეგ გაწურეთ, ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ და ისე გამოიყენეთ.

თუ შეხედავთ, რომ პასკებს თავები ეწვება და გამოცხობა აკლია, ზემოდან ფოლგა დააფარეთ.

შეგიძლიათ გამომცხვარ პასკებს თავზე ბეზეს ჭიქური მოასხათ და ლამაზი მოსაყრელებით გააფორმოთ, ან უბრალოდ, ცხელსვე შაქრის პუდრი მოაყაროთ.

სოფო გურჯიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close