fbpx
საზოგადოება

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ ეკიპაჟი გადაარჩინეს (ვიდეო)

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ხომალდ „ბელატრიქსის“ (BELLATRIX) ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს.

ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით განხორციელდა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდ „არიფეზე“ (ARIFE). აღნიშნულ გემზე საქართველოს ექვსი მოქალაქეა დასაქმებული.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მესამე რანგის კაპიტანმა, გიორგი თუშმალიშვილმა მიაწოდა. მისი განცხადებით, გადარჩენილ მეზღვაურებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.

გიორგი თუშმალიშვილის ინფორმაციით, გადარჩენილ მეზღვაურებს იტალიის ერთ-ერთ პორტში გადაიყვანენ. რაც შეეხებათ ქართველ მეზღვაურებს, ისინი არ დაშავებულან და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

მერაბ წულუკიძე

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close