fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

პანდემია ევროკავშირს კურსს უცვლის

ევროკავშირი გზაჯვარედინზეა. კორონავირუსულმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა ისეთი შინაგანი პრობლემები, როგორიცაა საერთო ღირებულებების გაუფასურება და წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესება. განხეთქილება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეიძლება უფრო გაღრმავდეს, თუ მთავრობები და, განსაკუთრებით, კავშირის ინსტიტუტები ვერ მოახერხებენ ყველგან სწრაფად დაამარცხონ ინფექცია.

ლიბერალი ევროდეპუტატი მხარს უჭერს ახალ გრძელვადიან პოლიტიკურ პროექტს:

„მართალი გითხრათ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში გადაწყვეტილებების მიღების მთავრობათაშორისი მეთოდების ლიმიტი გვაქვს“, – ამბობს ლუის გარიკანო, – „ნამდვილად ევროპული ინსტიტუტი ჩვენთან ახლა ევროპის ცენტრალური ბანკია. ის ახლა სწრაფად და დამაჯერებლად მოქმედებს, მან ანტიკრიზისული ზომებისთვის 750 მლრდ ევრო გამოყო, მაგრამ ყველა სხვა სფეროში გადამწყვეტი ზომების განსახორციელებლად ლიდერი გვჭირდება, რომელიც მთლიანი ევროპის სახელით ისაუბრებს. მთავრობათაშორისი ევროპა უნდა იქცეს ერთიანად. კითხვა ასე ისმის – ვინ შეძლებს მსგავსი ცვლილების განხორციელებას?“

პანდემიის დაწყებამდეც კი, ზოგი ქვეყნის მთავრობა საკუთარი საზოგადოების უკმაყოფილებას შეეჯახა და ისეთი ზომები გაატარა, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ფინანსურ სტაბილურობას საშიშროების წინაშე აყენებდა. ევროპული პოლიტიკის ცენტრის თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საზოგადოებასა და ამ ქვეყნების ხელმძღვანელობებს შორის:

„ჩვენ ვხედავთ, კვლავ როგორ იზრდება ხალხის ძალა, ის მოითხოვს, დაიცვან მისი კეთილდღეობა და ამით ეკონომიკის რყევებს იწვევს. ეკონომიკა ჩერდება“, –  ამბობს ჯოვანი გრევი. – „მაგრამ, ჩემი აზრით, არსებული კრიზისი შესაძლებელს ხდის განახლდეს სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.

ევროკავშირს მოუწევს გადამწყვეტი რეფორმები გაატაროს, აღადგინოს შიდა თანამშრომლობა და სოლიდარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება ნაციონალისტურმა ძალებმა ნაწილებად დაიშალოს, რომლებმაც თავი ჯერ კიდევ Covid-19-ის დაწყებამდე წამოყვეს“.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close