საზოგადოებასაბერძნეთი

იმედისმომცემი სიახლე პასტერის ინსტიტუტიდან: ზაფხულში – კორონავირუსის რეცესია, შემოდგომაზე – ვაქცინაცია

საბერძნეთის პასტერის ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი ანდრეას მენტისი განმარტავს, თუ რატომ იქნება ზაფხული კარგი  ჩვენთვის და როდის გვექნება ვაქცინა.

„ჩვენმა ქვეყანამ დროულად მიიღო ზომები კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ და, მე ვიტყოდი, დიდი წარმატებითაც, თუ ვიმსჯელებთ შედარებითი მაჩვენებლებით,  კორონავირუსული დაავადების დიაგნოზის შემთხვევების და სიკვდილიანობის რაოდენობით, რომელიც ძალიან დაბალია სხვა ისეთ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც შესაძლოა უფრო მოწინავეები იყვნენ ჯანდაცვის თვალსაზრისით“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო APE-MPE-სთან საუბარში პასტერის ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიების დირექტორი ანდრეას მენტისი.

მისი თქმით, როგორც დროულად მიიღო ზომები საბერძნეთმა კარანტინთან დაკავშირებით, ზუსტად ასევე სწორი იქნება  შემდეგი ნაბიჯებიც, ანუ ქვეყანა ნელ-ნელა დაუბრუნდება ცხოვრების  ნორმალურ რიტმს.

„შესაძლოა, – ამბობს ანდრეას მენტისი, – რომ ზაფხულის მოსვლა ტემპერატურის მატებასთან ერთად დიდად დაგვეხმარება, რადგან ამ ვირუსსაც, ისევე როგორც ყველა რესპირატორულ  ვირუსს, ზაფხულის პერიოდში აქვს რეცესია“. მისი თქმით, ეს ამოსუნთქვის საშუალებას და დროს მოგვცემს, რომ  მკურნალობის უკეთესი საშუალება მოვიფიქროთ, ხოლო შემოდგომაზე შესაძლოა გვქონდეს ვაქცინა, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის ხელახლა გავრცელებას მომდევნო ზამთრის პერიოდში.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close