საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის ემზადება

შეიქმნება ჯანდაცვის ცენტრები და მკურნალობის პროცესში კერძო სამედიცინო სექტორი ჩაერთვება

საბერძნეთი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის ემზადება. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო თვლის, რომ დიდ სახელმწიფო საავადმყოფოებში დაავადებულთა კონცენტრაცია საფრთხის შემცვლელია და საჭიროა ვირუსის მსუბუქი და საშუალო ფორმით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობა ახალი წესით მოხდეს.

კერძოდ, შეიქმნება ჯანმრთელობის დაცვის ცენტრები და აღნიშნული ცენტრების სამედიცინო პერსონალი სათანადოდ მომზადდება. ცენტრები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. პროცესში ჩართვებიან სახელმწიფო და კერძო კლინიკები. ექიმებს ექნებათ სატელეფონო კავშირი დაავადებულებთან და ზედამხედველობას გაუწევენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საჭიროების შემთხვევაში მობილური ჯგუფი, ექიმის, ექთნისა და ჯანდაცვის ზედამხედველის შემადგენლობით, სახლში მიაკითხავს ავადმყოფს სათანადო ანალიზების გასაკეთებლად და თუ აუცილებელი იქნება, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. აქცენტი გაკეთდება ასაკოვან ადამიანებზე და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე.

პროცესში კერძო სამედიცინო სექტორის ეფექტიანად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აღნიშნულ დაწესებულებებს მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს გამოუყოფს. მაგალითად, კერძო ექიმის ოჯახში ყოველ ვიზიტს სახელმწიფო 30 ევროთი დააფინანსებს, ხოლო სატელეფონო კონსულტაციას – 10 ევროთი. მოლოდინი ასეთია, რომ პანდემიის ახალ ეტაპზე გადავდივართ და დაავადებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას უნდა ველოდეთ. იმედია, საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ზეწოლას გაუძლებს.

ამ დროისთვის საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1755 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 81 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close