fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, 60 წელს გადაცილებულები და, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ქართველი სპეციალისტების მიერ გაანალიზებული მონაცემების თანახმად, სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებშია, ძირითადად, გავრცელებული პნევმონია და ამ ფონზე სიკვდილიანობაც მაღალია.

მისივე თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ და ეტაპობრივად მოიცავენ 60 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს. მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close