საქართველოსაზოგადოება

ბერა ივანიშვილმა STOP COVID19-ის ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა STOP COVID19-ის ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იგი აღნიშნავს, ბერამ ეს თანხა თავისი შვილის, ბერუკა ივანიშვილის სახელით გადარიცხა.

„ბერამ ცოტა ხნის წინ 1.1$ მილიონი ბერუკას სახელით გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში. ბერუკა, საყვარელო! გფარავდეს უფალი!“ – წერს ენძელა მაჭავარიანი.

StopCov-ის ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ყველა ინიციატივა ერთ პლატფორმაზე გაერთიანდება და ეს კომუნიკაციას გაამარტივებს.

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. 29 მარტის 17:00 საათის მონაცემებით, StopCoV ფონდში უკვე 16 მილიონ 500 ათასი ლარია აკუმულირებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close