საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსი საბერძნეთში: მესამე ადამიანი დაიღუპა ქალაქ ქსანთიში

მთლიანობაში 32 გარდაცვლილიდან თითქმის 80% მამაკაცია

საბერძნეთში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1061 შემთხვევაა დადასტურებული, დღიური ზრდა 95-ს შეადგენს ანუ გასულ 24 საათში 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამწუხაროდ, იზრდება მომაკვდინებელი ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა.

ვირუსული ინფექციების სპეციალისტის და ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის, პროფესორ სოტირის ციოდრასის განცხადებით, კოროვირუსული დაავადების გამო 28 მარტს, 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

სამინისტროში დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 32-ს შეადგენს, აქედან 25 მამაკაცია, 7 – ქალი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 73 წელს შეადგენს.

ამჟამად 69 ადამიანი მკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მათი საშუალო ასაკი 66 წელია. ამ პაციენტთაგან 12 ქალია, 57 – მამაკაცი. ამავე დროს, 5 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.

საბერძნეთში დღემდე ჩატარებულია 14300-ზე მეტი ლაბორატორიული ტესტირება.

სოტირის ციოდრასის თქმით, შიშის განცდა ჩვეულებრივია: „ჩვენ  გვეშინია როგორც საკუთარი თავის გამო, ისე საყვარელი ადამიანების გამოც. ყველანი ვგრძნობთ შეზღუდვებს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ საიმედო ინფორმაციას და შევინარჩუნოთ ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან, რომლებიც მხარს გვიჭერენ. საჭიროა დაბალანსებული კვება. … მომავალი კვირები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ველოდებით კარგ სცენარს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბატონმა ციოდრასმა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close