fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

მკვლელი ვირუსისგან სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი გარდაიცვალა

პრინცესა მარია ტერეზა ბურბონ-პარმა COVID-19-ისგან გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა

პრინცესა მარია ტერეზა, ბურბონ-პარმას სამეფო ოჯახის წევრი, პარიზში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Hello Magazine-ი იტყობინება. პრინცესა 26 მარტს გარდაიცვალა და 27 მარტს დაკრძალეს.

მარია ტერეზა 1933 წელს დაიბადა პრინც ქსავიეს და მადლენ დე ბურბონების ოჯახში, რომლებსაც სულ 6 შვილი ჰყავდათ. პრინცესა არ გათხოვილა და საკუთარი შვილები არ ჰყოლია.

ბურბონ-პარმას სახლი ესპანეთის სამეფო ოჯახს უკავშირდება. მადრიდი მწუხარებას გამოთქვამს 86 წლის პრინცესას გარდაცვალების გამო და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში 10-ათასობით ადამიანი მოიცვა, მათ შორის, სამეფო ოჯახებიც. მონაკოს პრინცი, 62 წლის პრინცი ალბერ II პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა; კორონავირუსით დაინფიცირდა, აგრეთვე, უელსის პრინცი, 71 წლის ჩარლზ უინძორი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close