საქართველოსაზოგადოება

ილია მეორე – მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმ ილია მეორემ დღეს ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

1tv.ge

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ბოდბეში,
სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close