საქართველოსაზოგადოება

ამირან გამყრელიძე – შვილზე: სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა და რჩება საავადმყოფოში

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა, ის რჩება საავადმყოფოში, ჯერჯერობით მას ისევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ ორგანიზმიდან ვირუსის სრული ელიმინაცია მოხდეს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში დღეს.

„კლინიკურად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ არის განულებული. ამიტომ ჯერ ის ისევ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. არ ვიცი მისი გამოჯანმრთელების ჭორი საიდან გავრცელდა, მაგრამ ყველას მაინც დიდი მადლობა, ვინც მისი გამოჯანმრთელება მომილოცა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თვითონ ნიკოლოზ გამყრელიძე კი Facebook-ზე წერს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ასეთ დროს. ჯერჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!“ – წერს გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close