fbpx
კინო/ფილმები

იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოზე COVID-19-ისგან გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – COVID-19-ისგან დღეს, 23 მარტს ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოზე. ი 89 წლის იყო. მსახიობს კორონავირუსით ინფიცირების გამო პნევმონია განუვითარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური elpais-ი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალება მისმა უფროსმა ვაჟმა, მომღერალმა მიგელ ბოზემაც დაადასტურა ინსტაგრამზე.

ლუჩია ბოზე (დაბადებით – ლუჩია ბორლონი) ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1947 წელს მის იტალიის კონკურსში გაიმარჯვა.

მსახიობის დებიუტი  კინოში1950 წელს გაიმართა იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რეჟისორ ჯუზეპე დე სანტისის ფილმში „არ არის სიმშვიდე ზეთისხილის ხეების ქვეშ“; იმავე წელს იგი გადაიღო მიქელანჯელო ანტონიონიმ ფილმში „ერთი სიყვარულის ქრონიკა“, 3 წლის შემდეგ კი – „ქალი კამელიების გარეშე“…

ლუჩია ბოზე 1950 წლის სექტემბერში

ლუჩია ბოზე მონაწილეობდა ლუის ბუნუელის, ჟან კოკტოს, ფედერიკო ფელინის და სხვათა ფილმებში. მისი კარიერა 1950-1990 წლებში ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

როგორც „ელპაისი“ წერს, კორონავირუსით ინფიცირებამდე მსახიობი დიდ სასიცოცხლო ძალას ფლობდა და საზოგადოებრივ პროექტებშიც მონაწილეობდა. იგი ხშირად სტუმრობდა თავის უფროს ვაჟს – მიგელს მექსიკაში, რომელიც ახლა მექსიკიდან გლოვობს დედის გარდაცვალებას.

ლუჩია ბოზე

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა,  დაიღუპა 2200-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3355.

სამწუხაროდ, ესპანეთში კორონავირუსისგან საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close