იტალიასაზოგადოება

ვენეციაში კორონავირუსის გამო არხებში წყალი გაიწმინდა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადდა, ვენეციის მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ ქალაქის არხებში წყალი უფრო სუფთა გახდა.

ვენეციის მერიის წარმომადგენელზე დაყრდნობით, CNN-ი იუწყება, რომ  წყალი უფრო სუფთა გახდა, რადგან ქალაქში ტურისტების შემოსვლა შეჩერდა. ამასთან ერთად, შეწყდა არხების ფსკერიდან ჭუჭყის ამოსვლა წყლის ზედაპირზე.

ასევე, აღინიშნება ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება არხებზე საწყლოსნო ტრანსპორტის გადაადგილების შემცირების გამო, რაც, თავის მხრივ, ტურისტების სიმცირითა და ადგილობრივი მოსახლეობის თვითიზოლაციითაა გამოწვეული.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ვენეციის არხებში წყალი ისეთი გამჭვირვალეა, რომ თევზებიც კი ჩანს, რომლებსაც ადრე ვერ დაინახავდით.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close