fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: გემი კარანტინში კორონავირუსის გამო (ვიდეო)

11 მარტს, საღამოს, კომპანია Blue Star Mykonos-ის კუთვნილი გემის ეკიპაჟის წევრს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. პაციენტი ქალაქ კავალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ექიმის რეკომენდაციით, გემმა მოგზაურობა გააგრძელა და კუნძულ ლემნოსისკენ გაემართა. ის კუნძულ ლესბოსის მთავარი საზღვაო პორტ მიტილინში უნდა ჩასულიყო.

ღამის 2 საათზე გემი ლემნოსის პორტში შევიდა, რის შემდეგაც მოძრაობა შეწყვიტა. გემზე, სადაც 41 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფება, კარანტინია გამოცხადებული. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close