სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელს დანიელე რუგანის ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. კრიშტიანუ ჩრდილოეთ იტალიაში არ დაბრუნებულა და ამჟამად შინ, მადეირაზე, იმყოფება კარანტინში.

რონალდუ სამშობლოში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

„ინტერის“ წინააღმდეგ 8 მარტს გამართული მატჩის წინ რონალდუ და რუგანი „იუვენტუსის“ გასახდელში ერთად იყვნენ და მატჩის შემდეგ გუნდური ფოტოც გადაიღეს. იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების არე ვიწრო იქნება, რადგან რუგანი მატჩის დასრულებამდე სათადარიგოთა სკამზე იყო და, შესაბამისად, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ ასპარეზობს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close